ვოლოდიმირ ზელენსკი – ყირიმი და შავ ზღვაში ბრძოლა ომის სიმძიმის ცენტრი გახდება

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, 2024 წელს და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება.
„2014 წელს ს მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ წარმატებული ოპერაცია მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი გახდება. ის ასევე დიდ გავლენას მოახდენს რუსეთის შიგნით. „კრემლის პროპაგანდის ცენტრალური ობიექტის დაკარგვა გვიჩვენებს, რომ ათასი რუსი ოფიცერი დაიღუპა მხოლოდ პუტინის ამბიციების გამო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, წარმატების მიღწევის სიჩქარე დამოკიდებული იქნება დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულიTaurus-ის რაკეტების მიწოდება ითხოვა. გამოცემა წერს, რომ ამან, შესაძლოა, ს ქერჩის ხიდის განადგურების საშუალება მისცეს, რაც, ფაქტობრივად, ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთისგან იზოლირებას მოახდენს. „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენთვის ეს სამხედრო ობიექტია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა