– ყველაფერს ვაკეთებთ, რომ „ფლამინგოს“ და „რუტას“ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები წელს არა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ გამოვცადოთ, არამედ სერიოზულად

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება დააგროვა უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, „ფლამინგოსა“ და „რუტას“ გამოყენებით.
მისი თქმით, წლის ბოლომდე რაკეტების უფრო ხშირად გამოყენებას გეგმავს.
„მოხდა „ფლამინგოს“ საბრძოლო გამოყენება, „რუტას“ საბრძოლო გამოყენება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წელს ისინი არა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ გამოვცადოთ, არამედ სერიოზულად. ჩვენ ამისკენ მივდივართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ახალი რაკეტების არაერთხელ გამოყენებამ ეფექტური შედეგები აჩვენა.
ზელენსკის მტკიცებით, უკრაინის მიერ გამოყენებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების 90-95% ადგილობრივი წარმოებისაა. ევროპული შორ მანძილზე მოქმედი იარაღიდან მხოლოდ Storm Shadow-ს და მცირე რაოდენობით SCALP-ს რაკეტებს იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: მთავარი საკითხი, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს…

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ