– ღამით რუსეთმა მასიური კომბინირებული შეტევა განახორციელა – პარტნიორების მხრიდან იარაღის წარმოებაში ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით უფრო სწრაფად მოქმედებაა საჭირო

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 400-მდე დრონი და 18 რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ღამით რუსეთმა მასიური კომბინირებული შეტევა განახორციელა, რომელიც თითქმის 10 საათს გაგრძელდა. მთავარი სამიზნე იყო. სამწუხაროდ, კიევში ორი ადამიანი დაიღუპა. მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ. ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი დაშავდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს და ზეწოლა გაიზარდოს“.
„ეს რუსეთის მიერ ტერორის აშკარა ესკალაციას წარმოადგენს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან იარაღის წარმოებაში ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით უფრო სწრაფად მოქმედებაა საჭირო. დღეს პარტნიორებთან დრონების წარმოებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ ვისაუბრებ. რუსეთის მსგავს თავდასხმებს მკაცრი პასუხი უნდა მოჰყვეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია