ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს – გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაშია ნათქვამი,რომელსაც ის პლატფორმა X-ზე ქართულად ავრცელებს.
„ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში. და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების – ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ ერთობლივ მისწრაფებაში, რაც წარმოუდგენელია უკრაინისა და საქართველოს გარეშე.
მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ხალხს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება უკრაინას!“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…