ფრიდრიხ მერცსა და ალექსანდრ სტუბს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცსა და ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრიდრიხ მერცთან სატელეფონო საუბრისას ფლორიდაში, -ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შედეგები განიხილა.
„გერმანიის კანცლერს ძირითადი საკითხების შესახებ ვაცნობე. რა თქმა უნდა, ასევე, ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი რუსული ყალბი ამბავი, რომელსაც მოსკოვი იყენებს, რათა დიპლომატიას ძირი გამოუთხაროს და ომის გაჭიანურება გაამართლოს“, – წერს ზელენსკი X-ზე.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ფინელ კოლეგას, ალექსანდრ სტუბსაც ესაუბრა.
„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან და მის გუნდთან შეხვედრების შედეგები განვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსები ყალბ ამბებს ავრცელებენ უკრაინაზე თავდასხმებისა და ომის გახანგრძლივების გასამართლებლად, მსოფლიოს წამყვან სადაზვერვო სამსახურებს ნამდვილი ინფორმაცია აქვთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)