ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ფინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ზელენსკი შეხვედრას გამართავს ფინელ კოლეგა ალექსანდრ სტუბთან, რომელზეც განხილული იქნება ფინეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა და ძალისხმევები ს აგრესიის შესაჩერებლად.
ფინეთის პრეზიდენტის კანცელარიის თანახმად, ზელენსკისა და სტუბის შეხვედრას ასევე დაესწრებიან ფინეთის ფინანსთა მინისტრი რიიკა პურა, თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი და საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის კომპანიების წარმომადგენლებთან, ფინეთის პარლამენტის სპიკერ იუსი ჰალა-აჰოსთან და პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის