ვოლოდიმირ ზელენსკი – ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა ომში ჩაერთო

ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა ომში ჩაერთო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ დღეს საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„შტაბის სხდომა გავმართე. მთავარ საკითხებს შორის შემოდგომასა და ზამთარში რუსების განზრახვების შესახებ სადაზვერვო სამსახურების მოხსენება იყო. ყველაფერი საკმაოდ დეტალურად იყო. ომში ჩრდილოეთ კორეის ფაქტობრივი ჩართვა. ასევე, ს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, რომლებიც სამწუხაროდ, ომის გახანგრძლივებაში ინვესტიციას დებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ალიანსის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ იარაღის გადაცემას არ ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ