ვოლოდიმირ ზელენსკი – ფაქტი, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს ტერორისტებთან, დიდ კომპრომისს წარმოადგენს

უკრაინა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ ტერორისტებთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან, სირილ რამაფოსასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტა უნდა იყოს.
„ეს ნომერ პირველი ნაბიჯია. როცა კომპრომისებზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია, რომ თავს ჩვენ დაგვესხნენ, ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს, ათიათასობით ადამიანი მოკლეს, ბევრი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი ცოცხლად დამარხეს. ამდენად, ის ფაქტი, რომ მზადაა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ტერორისტებთან, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს, დიდ კომპრომისს წარმოადგენს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყველა სამშვიდობო ინიციატივა ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტით უნდა დაიწყოს.
„ამაზე ყველა თანხმდება, ს ფედერაციის გარდა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს