– უნდა მოვახდინოთ ზეწოლა მკვლელებზე იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს ომი

უკრაინის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ უკრაინაზე ბოლო დღეებში განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვის თითოეული პაკეტი პირდაპირ იცავს ადამიანების სიცოცხლეს, რადგან ყოველ დღესა და ღამეს მკვლელობისთვის იყენებს.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა მკვლელებზე და დავეხმაროთ ცოცხლებს, რათა დავასრულოთ ეს ომი და უზრუნველვყოთ საიმედო მშვიდობა“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი თქმით, ომის შეჩერება მხოლოდ ძალის საშუალებითაა შესაძლებელი.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პარტნიორს, ვინც ამ გზით იყენებს თავის შესაძლებლობებს. ომები ძალის საშუალებით წყდება – ძალით აგრესორის წინააღმდეგ, ძალით სიცოცხლის დასაცავად“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?