ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის შიდა გეგმა 10-პუნქტიანია და მას მომავალ კვირას წარვადგენთ

ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს შიდა მდგრადობის გეგმაზე – ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ძლიერი იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„განვიხილეთ რამდენიმე პუნქტი, მათ შორის კულტურული სუვერენიტეტი, რომელიც მოიცავს უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე კულტურას და კულტურულ დიპლომატიას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ასევე განიხილეს გეგმის ის პუნქტებიც, რომლებიც უსაფრთხოებას, ენერგეტიკას და შეიარაღების საკითხებს ეხება.
„ასევე განვიხილეთ ჩვენი შიდა გეგმის ფარგლებში უსაფრთხოების პუნქტი- უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში, ყველა რეგიონში, ყველა საზოგადოებაში. ეს ფუნდამენტურია. უსაფრთხო სივრცე, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შეიმუშავეს კარგი გადაწყვეტილებები. აუცილებლად განვახორციელებთ ყველაფერს. ჩვენ უკვე განვიხილეთ ენერგეტიკასთან დაკავშირებული პუნქტები – ყველაფერი დეტალურად არის მომზადებული – ასევე შეიარაღება, მათ შორის ჩვენი საკუთარი წარმოება და მოკავშირეებთან თანამშრომლობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის შიდა მდგრადობის გეგმა ათპუნქტიანია და მას მომავალ კვირას წარადგენენ.
„სულ არის ათი პუნქტი, რომელიც მომავალ კვირას იქნება წარდგენილი და თითოეულ პუნქტზე, უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ყველასთან ერთად, ვინც მზად არის რაციონალური იდეების შესატანად, ბიზნესთან ერთად, მოვამზადებთ უკრაინის ფუნდამენტურ, დოქტრინულ დოკუმენტს ჩვენი მდგრადობის შესახებ. კონკრეტული დანართებით. ნაბიჯ-ნაბიჯ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს შიდა შესაძლებლობებს უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, რათა გვქონდეს უფლება სიტყვაზე – გამარჯვება. თითოეულ ჩვენგანს – ყველა უკრაინელს, მილიონობით ადამიანის, რომელიც ოცნებობს ამ ომის უკრაინისთვის სამართლიანად დასრულებაზე და მუშაობს და იბრძვის ამ მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს