– უკრაინის დელეგაციას დავავალე, რომ -თან უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი საბოლოო სახით შეიმუშაონ და უმაღლეს დონეზე განსახილველად წარადგინონ

უკრაინის დელეგაციას დავავალე, რომ -თან უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი საბოლოო სახით შეიმუშაონ და უმაღლეს დონეზე განსახილველად წარადგინონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამერიკულ მხარესთან უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის დეტალური ანგარიში მოისმინა.
„ჩვენ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვედრების, დოკუმენტების მომზადებისა და შესაძლო გაფორმების განრიგი განვიხილეთ. ჯგუფს დავავალე, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-თან დოკუმენტი საბოლოო სახით შეიმუშაონ და უმაღლეს დონეზე განსახილველად წარადგინონ. ეს ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი უნდა იყოს და ტექსტი ახლა უკვე ამ ხარისხს აღწევს“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „სგან უკუკავშირს ელის იმის შესახებ, მზად არიან თუ არა ომის დასასრულებლად“.
„გვესმის, რომ ომის დასრულების ძირითადი პოლიტიკური ჩარჩოს შესახებ ამერიკული მხარე რუსეთთან კონტაქტშია. თუ ომის დასრულების შესახებ ს მხრიდან მზადყოფნა არ იქნება, მაშინ აგრესორზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.