– უკრაინისთვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები ტრამპზეა დამოკიდებული

უკრაინისთვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები ტრამპზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების განხილვაში გახსნილობისთვის, „ვინაიდან ეს უსაფრთხოების გარანტიებია, რომლებსაც ამერიკა აძლევს უკრაინას, და არა პირიქით”.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის სიგნალი, რომ იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები გვინდა. და ეს უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული. კითხვა იმაშია, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები ასევე კონგრესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო