ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ტემპი ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმების ტემპი შეანელოს

ამერიკის შეერთებული შტატები ს სამხედრო დახმარების მიწოდებას უზრდის, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„დღეს იყო მთავარსარდალ სირსკის, თავდაცვის მინისტრის, უმეროვის მოხსენება. ფრონტის, მხარდაჭერის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები ახლა მოწოდებას ზრდის. ეს აუცილებელია სიტუაციის გასათანაბრებლად. მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების და მიწოდების ტემპი ისეთი უნდა იყოს, რომ შეანელოს ს მხრიდან თავდასხმების ტემპი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი და ძლიერი პოზიცია დიპლომატიისთვის.
„ყოველი ქვედანაყოფი, ყოველი ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს ამას, ნორმალური მშვიდობის შესაძლებლობასთან გვაახლოებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.