– უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს

უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გვითხრეს, რომ ეს ცხედრები მხოლოდ უკრაინელებსა და მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნოდა. მაგრამ ეს ტყუილია. ამ ცხედრებს რუსული პასპორტებიც კი აქვთ. მათ იმის შემოწმებას კი არ შეუძლიათ, თუ ვის აგზავნიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ჯარისკაცისა და ჩვენი გმირების ცხედრების დაბრუნება გვსურს. მაგრამ, რაოდენობის გამო რუსების დაბრუნება არ გვინდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „სუმის ოლქში არსებული ვითარება რუსებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს“.
„მათ სუმისა და ხარკოვის ოლქებში წარმატების „გაყიდვა“ სურთ. რადგან თუ შესაბამის წარმატებას ვერ აჩვენებენ, პრეზიდენტი ტრამპი სანქციებით მათზე ზეწოლას მოახდენს. მიმდინარე კვირაში ისინი სუმის მიმართულებით 200 მეტრით წინ წავიდნენ, მაგრამ ჩვენ 200-400 მეტრით უკან დახევა ვაიძულეთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული