ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ყოველთვის თავისი კონსტიტუციის მიხედვით იმოქმედებს, აშშ კი, დარწმუნებულები ვართ, თავის ძლიერ გადაწყვეტილებებთან შესაბამისად მოიქცევა

უკრაინა ყოველთვის თავის კონსტიტუციასთან შესაბამისად იმოქმედებს და დარწმუნებულები ვართ, რომ თავის ძლიერ გადაწყვეტილებებთან შესაბამისად იმოქმედებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ზელენსკიმ განცხადებასთან ერთად ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მისი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს “ს დეკლარაცია” გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “შეერთებული შტატები უარყოფს ს მიერ ყირიმის ანექსირების მცდელობას და პირობას დებს, რომ თავის პოლიტიკას შეინარჩუნებს მანამდე, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება”.
“დიდი ემოციებია დღეს. მაგრამ კარგია, რომ ხუთმა ქვეყანამ შეხვედრა გამართა მშვიდობის მოსაახლოებლად. , შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია. მხარეებმა თავიანთი შეხედულებები გააჟღერეს და პატივისცემით მიიღეს ერთმანეთის პოზიციები. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მხარე არა უბრალოდ მონაწილე იყო, არამედ აზრიანი წვლილი შეიტანა. ამერიკულმა მხარემ თავისი ხედვა გააჟღერა. უკრაინამ და სხვა ევროპელებმა თავიანთი აზრები წარადგინეს და ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ასეთი ერთობლივი მუშაობა მიგვიყვანს მყარ მშვიდობამდე. მადლობელი ვართ პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის თავისი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს და სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, კონკრეტულად კი შეერთებული შტატები, თავიანთ ძლიერ გადაწყვეტილებებთან შესაბამისად იმოქმედებენ”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა