ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერას კიდევ 9 ქვეყანასთან გეგმავს

უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს კიდევ ცხრა ქვეყანასთან აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
მისი განმარტებით, „დიდი შვიდეულის“ ვილნიუსის დეკლარაციას უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ სულ 32 ქვეყანა შეუერთდა.
„ეს არის 32 ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ, ან მიმდინარეობს ხელმოწერის პროცესი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებებზე. 23 ქვეყანას უკვე აქვს შესაბამისი შეთანხმებები სთან, ეს მოიცავს ყველაფერს დაწყებული ფულიდან იარაღამდე და ჰუმანიტარული დახმარებიდან რეკონსტრუქციამდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი ინფორმაციით, ამ შეთანხმებების დაახლოებითი ღირებულება 38 მილიარდი დოლარია, რაც კარგი შედეგია.
შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტის კვირაში ხელი მოეწერა უსაფრთხოების შეთანხმებებს პოლონეთთან, ლუქსემბურგთან და რუმინეთთან. ასევე სამიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა დამატებით შეთანხმებას, „უკრაინის კომპაქტს“ – მრავალმხრივ დოკუმენტს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებებს მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს