ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსეთს სამშვიდობო სამიტზე მოიწვევს

კიევი მოსკოვს მეორე სამშვიდობო სამიტზე მოიწვევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის სამიტის ჩაშლას შეეცდება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, მ Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე მოამზადა დეტალური დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება მშვიდობის ფორმულის ძირითად პუნქტებს და ის წარედგინება როგორც იმ ქვეყნებს რომელმაც მხარი დაუჭირა ამ გეგმას, ასევე მათ, ვინც არ დაუჭირა.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით შემდეგი ნაბიჯებისთვის. არ ვთმობთ ჩვენს პოზიციას. როგორც ყველა ლიდერს სურდა, მეორე სამიტზე უნდა ყოფილიყო. ჩვენ მათ მოვიწვევთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამიტი გააუქმოს და თავად მშვიდობის ფორმულა შეაჩეროს.

ასევე დაგაინტერესებთ