ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა “რამშტაინის“ შემდეგ 2 მილიარდი დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტებს მიიღებს

უკრაინა “რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ დამატებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტებს მიიღებს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
ზელენსკიმ 8 შესაძლო კოალიციაზეც ისაუბრა, რომელსაც მხარს 34 ქვეყანა უჭერს,
„ეს უკვე ქაღალდზეა. 34 ქვეყანა უკვე მხარს უჭერს ამ სტრატეგიულ კოალიციებს. ასე რომ, გასაგებია, რა არის ეს – ეს არის საჰაერო თავდაცვის კოალიცია, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, IT კოალიცია, განაღმვითი, საზღვაო კოალიცია, ცა, არტილერია და ა.შ.” , – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი აძლიერებს ს.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გუშინ გაიმართა. შეხვედრაზე კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას 440 მილიონი კანადური დოლარის (305 მილიონ დოლარზე მეტი) ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას რაც შეიძლება მალე გადასცემს IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მართვად რაკეტებს. მისი თქმით, რაკეტები თავდაპირველად ბუნდესვერისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ წარმოებიდან პირდაპირ უკრაინაში გაიგზავნება. გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალებს და დამხმარე აღჭურვილობას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის.