მზადაა, ქვეყნის ტერიტორიაზე, ნატო-ში გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მზად არის განიხილოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ს წინადადება უკრაინის ტერიტორიაზე, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განთავსების შესახებ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის წინ განაცხადა.
მისი თქმით, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და -ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, მან ჰკითხა მათ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებამდე.
„გულწრფელად გეტყვით, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ს წინადადებაზე. შეგახსენებთ, მან შემოგვთავაზა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ჯარების ნაწილი იმყოფებოდნენ უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებზე, რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იქნება, სანამ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება. მანამდე ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო გაგება, თუ როდის იქნება უკრაინა ევროკავშირში და როდის – ნატო-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.