ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზადაა, აშშ-სგან სამხედრო დახმარება კრედიტით მიიღოს – ჩვენ ერთი არჩევანი გვაქვს: გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ

უკრაინის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ მზადაა, ამერიკული დახმარება კრედიტით მიიღოს.
ზელენსკიმ -ის სამხედრო დახმარებას “კრიტიკულად მნიშვნელოვანი” უწოდა და ასევე დასძინა, რომ უკრაინა “სიტუაციის მძევალია”.
”სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ ს ომის საკითხი შეერთებულ შტატებში საშინაო პოლიტიკურ საკითხად იქცა, თუმცა ეს არის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, შეერთებულმა შტატებმა რომ კიევს შესთავაზოს სამხედრო დახმარება „დღესვე კრედიტით“ ან „უფასოდ ერთი წლის შემდეგ“, ის პირველ ვარიანტს აირჩევს.
„უკრაინას რომ შესთავაზონ ყველაფრის კრედიტით მიცემა დღესვე ან უფასოდ ერთ წელიწადში, ვიტყოდით: „მხოლოდ დღესვე“. ჩვენ ერთი არჩევანი გვაქვს – გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ. ვცდილობთ ამის გაკეთებას სხვადასხვა გზით. მნიშვნელოვანია – რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ