ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა იშვიათი მინერალების სფეროში პარტნიორების ინვესტიციების მოზიდვისადმი ღიაა

უკრაინა ღიაა იშვიათი მინერალების სფეროში პარტნიორების ინვესტიციების მოზიდვისადმი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა.
“მართალია, ერთ-ერთი პუნქტი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პუნქტი, რომელიც გამარჯვების გეგმაშია, არის ინვესტიციები, რა თქმა უნდა, უკრაინის სასარგებლო მინერალებში, საკმარისად გვაქვს ისინი. ხედავთ, რომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან ახდენდა ჩვენი მიწების ოკუპაციას, ნაწილობრივ იქ ნამდვილად იყო ჩვენი სასარგებლო მინერალების დიდი მოცულობა. ღია ვართ იმისთვის, რომ ეს შეიძლება შემუშავებულ იქნას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მიწის დაცვაში, მტერს უკან ხევენ თავისი იარაღით, თავისი ყოფნით, სასანქციო პაკეტებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სექტემბერში მან საკითხზე მაშინდელ -ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთანაც ისაუბრა.
“მე მას ვუთხარი, რომ OK, ჩვენ ღია ვართ, რომ ამერიკული კომპანიების ინვესტიციები შემოდიოდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ სასარგებლო მინერალებზე რუსეთის კონტროლის შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ “იქ შევლენ” ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.