ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად, თუ მის გარეშე

უკრაინა ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად თუ მის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, დიკ სხოფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად, თუ მის გარეშე, რადგან ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია. დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინას მხარს უჭერს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინა მთელი ევროპის კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვის.
„უკრაინა ყველასთვის იბრძვის, როგორ თავისი თავისუფლებისთვის, ისე ევროპის თავისუფლებისთვის. ვნახეთ, დრონებით რამდენი თავდასხმა განხორციელდა ევროპელებზე, როგორი რისკებია. უკრაინა ევროპელებს თავის გამოცდილებას უზიარებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.