ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირის მიერ ირანისადმი დაწესებულ სანქციებს შეუერთდება

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, კიევმა სრულად მოახდინა ევროკავშირის სანქციების მე-13 და მე-14 პაკეტების სინქრონიზაცია რუსეთთან მიმართებით და ამავეს გააკეთებენ ირანთან მიმართებითაც.

“ჩვენმა ინსტიტუტებმა დაიწყეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება ევროპულ და უკრაინულ სანქციების სინქრონიზაციასთან დაკავშირებით. სრულადაა სინქრონიზებული ევროკავშირის სანქციების მე-13 და მე-14 პაკეტები. ეს ყველაფერი ახლა 100%-ით უკრაინის სანქციებიც იქნება.

ასევე, ირანის რეჟიმის მიმართ დაწესებული ევროპული სანქციების 100%-იან სინქრონიზაციასაც მოვახდენთ. იქ არის მრავალი პირი, მრავალი კომპანია და არა მხოლოდ ისინი, ვინც ჩართული არიან სამხედრო წარმოებასა და რეგიონში მეზობლების წინააღმდეგ ტერორში, არამედ ისინიც, ვინც ჩართული არიან ირანის შიდა რეპრესიებში. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი რეჟიმია და გასაკვირი არაა, რომ პუტინმა მათთან საერთო ენა გამონახა.” – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დაამატა, რომ სინქრონიზაციის სამუშაოები გაგრძელდება. მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებისგან ჩქარ მუშაობას ელის.