ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაიწყოს მოლაპარაკებები აგრესორ ქვეყანასთან – რუსეთთან

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, გადაწყვეტს, როდის დაიწყება მოლაპარაკებები აგრესორ ქვეყანასთან – ს ფედერაციასთან, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ შესაბამისი განცხადება კიევში, სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„რა თქმა უნდა, უკრაინა გადაწყვეტს. ყველაფერი რომ მხოლოდ უკრაინაზე ყოფილიყო დამოკიდებული, ომი არ იქნებოდა. სამწუხაროდ, ოკუპანტი რუსეთია და პუტინს ომი სურდა და ამ დროისთვის მას არ სურს ომის დასრულება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ გამოიჩინა ინიციატივა და დიპლომატიური გზა აირჩია, რადგან ომში მსხვერპლია.
„სამშვიდობო სამიტი დასრულდა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ სამ დეტალურ გეგმაზე: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და გაცვლა (ტყვეების და უკრაინელი ბავშვების დაბრუნება) და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებს მოვაგვარებთ. ჩვენ მოვამზადებთ დეტალურ გეგმას. ის, უახლოეს მომავალში იქნება მზად. ჩვენ ასევე შევიმუშავებთ და მოვამზადებთ მშვიდობის ფორმულის ყველა სხვა პუნქტს, რომელიც ჩვენი პარტნიორის წინ მაგიდაზე იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ