უკრაინა არ განიხილავს გაეროს უცხოური კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხ კოლეგა, პეტრ პაველთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება გაეროს, მთელი პატივისცემით – გაერო არ დაგვიცავს ოკუპაციისგან ან პუტინის სურვილიდან, კიდევ ერთხელ მოვიდეს. არ განვიხილავთ გაეროს [უცხოური] კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად. მხარს ვუჭერთ გონიერ, ლოგიკურ ურთიერთობებს გაეროსთან, წარმომადგენლებთან და გენერალურ მდივანთან, მაგრამ გაერო არ შეიძლება უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივა იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის ომით დაბრუნების შემთხვევაში გაეროს თუ უკრაინის დაცვის არანაირი მანდატი არ ექნება, ჩნდება კითხვა – ექნება თუ არა ასეთი მანდატი უცხოურ კონტინგენტებს.
„ჯერ პასუხი არ არის ამ კითხვაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც არის გასაგები ძალები, არის საჰაერო თავდაცვა, და არის გემები, არის თვითმფრინავები და არის სერიოზული არმია, არის ჩვენი პარტნიორების რეალური დაზვერვა აქ, უკრაინაში, აშკარაა, რომ ასეთი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წასვლა ძალიან სახიფათოა. შეეშინდება თუ არა რუსეთს გაეროსი? მათ ამ ომით ყველაფერი დაარღვიეს, ამიტომ არა მგონია, რომ შეეშინდებათ,” – განაცხადა ზელენსკიმ.
