არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად – ჩვენი ტერიტორიები და ღირებულებები არ იყიდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასასრულამდე დიდი გზაა გასავლელი და რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და შეიცავდეს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს, – ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„შეთანხმება უნდა იყოს სანდო, სამართლიანი და სტაბილური. ეს უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, ძალიან კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს სტანსტედის აეროპორტში, გაერთიანებული სამეფოს დატოვებამდე.
მისი თქმით, დღეს არ საუბრობს რაიმე დათმობაზე, რადგან ეს არასწორი იქნება და რომ მას ესმის სიგნალები სხვადასხვა პარტნიორებისგან.
“უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად. ჩვენთვის ეს იქნება დროებითი ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიები და ჩვენი ღირებულებები არ იყიდება. ჩვენი თავისუფლებები არ იყიდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელს გახდის რუსეთს მხრიდან სხვა აგრესიის განხორციელებას, ან, თუ ეს მოხდება, ის იხილავს ძლიერ პასუხს უკრაინისა და სხვებისგან.
„არ მინდა ვისაუბრო დეტალებზე, სანამ ხელმოწერები არ იქნება. ძალიან ბევრი რამ არის, რაზედაც ფიქრია საჭირო. დღეს პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ ზეწოლა შეინარჩუნონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა