უკრაინაში არჩევნების ჩატარების გეგმის გამოცხადებას 24 თებერვალს გეგმავს – მედია

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში არჩევნების ჩატარების გეგმის გამოცხადებას 24 თებერვალს გეგმავს – მედია
უკრაინის პრეზიდენტი 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გეგმას გამოაცხადებს, – ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, რუსეთთან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმისა და ეროვნული არჩევნების ერთდროულად ჩატარების საკითხს განიხილავს.
Reuters-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ -სა და უკრაინის მომლაპარაკებლების მიერ განხილული ჩარჩოს თანახმად, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინელ ამომრჩეველს რეფერენდუმზე წარედგინება და ხმის მიცემა ეროვნული არჩევნების პარალელურად მოხდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი