– უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ათი საჭირო სისტემიდან 3-ზე შეთანხმებები უკვე აქვს

უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ათი საჭირო სისტემიდან 3-თან დაკავშირებით შეთანხმებები უკვე აქვს, თუმცა, ასევე საჭიროა რაკეტები, დრონები, ელექტრონული საბრძოლო სისტემები და არმიის სტაბილური დაფინანსება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რაკეტების საკითხზე ვმუშაობთ, რაკეტები გვაქვს. ჯერ კიდევ ვიბრძვით წარმოების ლიცენზიისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში ჩნდება მოედანი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, -ის ლიდერი, დათანხმდა სისტემების უკრაინისთვის გადაცემას და ეს გაყიდვების გზით მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინამ ახლა ყველა 10 სისტემისთვის თანხები უნდა მოიძიოს.
„სამი უკვე გვაქვს. ორი სისტემისთვის გერმანიიდან ოფიციალური დასტური მივიღე, ერთისთვის კი ნორვეგიიდან. ამჟამად ნიდერლანდელ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.