ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას პირველ რიგში სამართლიანი მშვიდობა სჭირდება, შემდეგ კი უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ

უკრაინას პირველ რიგში სამართლიანი მშვიდობა სჭირდება, შემდეგ კი უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ქვეყნის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყველამ ვიცით, უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ომის დროს ჩატარდეს. მსოფლიოში უკრაინისგან ეს არავის მოუთხოვია და არც ითხოვს. ს პირველ რიგში სამართლიანი მშვიდობა სჭირდება, შემდეგ კი უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინაში არიან ადამიანები, რომელთაც ქვეყნის შიგნით ბრძოლა უფრო სურთ, ვიდრე სახელმწიფოსთვის.
„მათ პოლიტიკური დებატები სანგრებშიც სურთ, ისევე როგორც ტელესტუდიებში. ეს უკრაინისთვის დამღუპველია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.