– უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 390 ადამიანი დაიბრუნა, ეს დიდი გაცვლის პირველი ნაწილია

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 390 ადამიანი დაიბრუნა, ეს დიდი გაცვლის პირველი ნაწილია. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
“რეალიზებულია 1000 1000-ზე გაცვლის შეთანხმების პირველი ნაწილი. ეს შეთანხმება თურქეთში შეხვედრის დროს იქნა მიღწეული, და მნიშვნელოვანია მისი სრულად რეალიზება. დღეს – 390 ადამიანი. შაბათი და კვირა – ველით გაცვლის გაგრძელებას,” – წერს ზელენსკი.
ომის ტყვეთა მოპყრობის საკითხებზე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, ტყვეობიდან გათავისუფლებულია 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი.