ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ ომში 43 000 ჯარისკაცი დაკარგა – ომი მხოლოდ ფურცლით და რამდენიმე ხელმოწერით არ სრულდება

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მ, ომის დაწყების შემდეგ, 43 000 ჯარისკაცი დაკარგა.
„მე ვთქვი [საფრანგეთში], რომ გვჭირდება სამართლიანი და ძლიერი მშვიდობა, რომელსაც რუსები რამდენიმე წელიწადში არ დაანგრევენ, როგორც ეს უკვე გააკეთეს. ჩვენი ხალხი სიცოცხლის ფასად იცავს საკუთარ სახლს და ჩვენი ჯარისკაცების და ჩვენი მოქალაქეების ყოველი სიცოცხლე ჩვენთვის ღირებულია. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ ბრძოლის ველზე 43 000 ჯარისკაცი დაკარგა. დაფიქსირდა დაჭრილთა დახმარების გაწევის 370 ათასი შემთხვევა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, ს დანაკარგები 750 000-ს აღემატება, აქედან დაღუპულია 198 000 ადამიანი, 550 000-ზე მეტი კი დაიჭრა.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ომის მხოლოდ ერთი ფურცლით და რამდენიმე ხელმოწერით დასრულება შეუძლებელია.
„როდესაც ვსაუბრობთ რუსეთთან ქმედით მშვიდობაზე, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ მშვიდობის ქმედით გარანტიებზე. უკრაინელებს მშვიდობა ყველაზე მეტად სურთ. ჩვენს მიწაზე ომი რუსეთმა მოიტანა და სწორედ რუსეთს სურს მშვიდობის შესაძლებლობის ჩაშლა. ეს არ სრულდება მხოლოდ ფურცლით და რამდენიმე ხელმოწერით და გარანტიების შეწყვეტილი ცეცხლი შეიძლება ნებისმიერ დროს აალდეს, როგორც ეს უკვე გააკეთა პუტინმა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინელები აღარ დაიღუპონ, აუცილებელია მსოფლიოს სანდოობის გარანტია და ოკუპაციაზე თვალის არ დახუჭვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ყველა პარტნიორთან საუბრობს რეალურ მშვიდობაზე და იმ ნაბიჯებსა და გარანტიებზე, რაც ამისთვის სჭირდება ხალხს და სახელმწიფოს, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა.
„ომი არ უნდა იყოს უსასრულო, მხოლოდ მშვიდობა უნდა იყოს მუდმივი და საიმედო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინამ ომში 400 000 ჯარისკაცი დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ