ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ტექსტი დაასრულეს

უკრაინის პრეზიდენტი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ , იონას გაჰრ სტიორეს ტელეფონით ესაუბრა და ს ფედერაციის იზოლაციის მიზნით კონკრეტული ქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილა.
„ჩვენმა გუნდებმა დაასრულეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ტექსტი, რომელსაც პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვაწერთ ხელს“, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ მ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება ცხრა ქვეყანასთან გააფორმა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიდევ შვიდ ახალ შეთანხმებას ამზადებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ასევე დაგაინტერესებთ