მ ამერიკელებს უთხრა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა „ფეიკია“

უკრაინამ ამერიკელებს უთხრა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა „ფეიკია“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენი მომლაპარაკებლების ჯგუფი ამერიკულ ჯგუფს შეუერთდა, მათ დეტალები განიხილეს და ჩვენ გვესმის, რომ ეს „ფეიკია“. და, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ თავისი ტექნიკური საშუალებებით გადამოწმება, რომ ეს „ფეიკი“ იყო…
პუტინის ვალდაის რეზიდენციაზე დარტყმა „ფეიკია“. არავის იქ არ დაურტყამს. უკავშირდება თუ არა ეს სანქციებს? შეიძლება ცოტათი უკავშირდება მაგას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უფრო იმასთან დაკავშირებულია, რომ საკმაოდ წარმატებული საუბარი და შეხვედრა იყო, თვის განმავლობაში ჩვენი გუნდების დადებითი შეხვედრა, და რომლის ფინალიც პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი შეხვედრა იყო, და გავიგეთ გეგმა, რომ ახლა ჩვენი მრჩევლები 3 იანვრიდან მუშაობენ.
რა თქმა უნდა, მერე ევროპელებთან შევხვდებით ლიდერების დონეზე, ყველაფრის მომზადება გვსურს და, ღმერთმა ქნას, მერე ყველანი შევხვდებით, რათა რაიმე ნაბიჯები გვქონდეს [ომის] დასასრულებლად. გვსურს, რომ იანვარში ბევრი სხვადასხვა ნაბიჯი გაკეთდეს. და არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ეს Tomahawk-ების გადაცემას, არაფრის ფანტაზირება არ მინდა,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ