– უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი შეუძლებელია და არავინ ამას არ მიიღებს – პუტინისა და ტრამპის საუბარი შეიძლება მნიშვნელოვანია მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, მაგრამ ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ

ტრამპსა და პუტინს ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ნებისმიერ შემთხვევაში ის მნიშვნელოვანია ლიდერების დონეზე, მაგრამ უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი შეუძლებელია და არავინ ამას არ მიიღებს.
ამიტომ პუტინისა და ტრამპის საუბარი შეიძლება მნიშვნელოვანია მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, მაგრამ ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ. ძალიან მჯერა და იმედი მაქვს, რომ -ის პრეზიდენტს ეს ესმის და იაზრებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრა, მაგრამ თარიღები ჯერ უცნობია.
„არის რაღაცები, რაც გულში გაქვს, და არის რაღაცები, რაც კონსტიტუციაშია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი