ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე – ამ ფონზე, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებასა და სანქციების გაუქმებაზე საუბარი ნამდვილად უადგილო და უსარგებლოა

უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის ქალაქებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებასა და სანქციების გაუქმებაზე საუბარი უადგილო და უსარგებლოა.
“ჩვეულებრივი უკრაინული ქალაქები: ხარკოვი, სუმი, დნეპრი. ჩვეულებრივი ცხოვრება და რუსული დარტყმები, რომელიც არასდროს უნდა ხდებოდეს. ში ყოველდღიურად ხდება ფართომასშტაბიანი თავდასხმები თავდასხმის დრონებით, რომელთა უმეტესობა “შაჰედებია”. სწორედ ირანმა ასწავლა რუსეთს ასეთი თავდასხმის დრონების წარმოება”, – წერს ზელენსკი „ტელეგრამზე“.
მისი თქმით, რუსეთმა მხოლოდ ხარკოვზე ათზე მეტი შეტევა განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სახლები და დაშავდა ხალხი.
„არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გაიაროს ეს. ამ ფონზე, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებაზე, სანქციების გაუქმებასა და მსგავს რამეზე საუბარი ნამდვილად უადგილო და უსარგებლოა. ყოველდღე კლავს და ახანგრძლივებს ამ ომს. უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადება უკვე ნახევარი თვეა მაგიდაზეა“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად და დიპლომატიის “უფრო სწრაფად და სრულად” მუშაობისთვის საჭიროა რუსეთზე ზეწოლა.
“რუსეთზე ზეწოლის გარეშე შედეგი არ იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსებმა წუხელ ხარკოვს, სუმსა, დნეპრს დრონებით შეუტიეს, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, დაშავდნენ ადამიანები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა