უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმაზე – ასეთ დარტყმებზე დუმილი აბსოლუტურად შეუძლებელია

ასეთ დარტყმებზე დუმილი აბსოლუტურად შეუძლებელია და ამას უკრაინული შორი მოქმედების დრონები უზრუნველყოფენ, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.
„რუსულმა სამხედრო საწარმოებმა, რუსულმა ლოჯისტიკამ, რუსულმა აეროპორტებმა უნდა იგრძნონ, რომ რუსეთის ომს მათთვის რეალური შედეგები მოჰყვება. ჩვენი დრონების სიზუსტე, უკრაინის ყოველდღიური რეაგირება – ეს ერთ-ერთი იმ არგუმენტია, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს მშვიდობასთან“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი თქმით, რუსებმა კომბინირებული დარტყმა განახორციელეს და უკრაინას დრონებით და რაკეტებით, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, შეუტიეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია