ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე – სიმართლე გითხრათ არავის ვურჩევდი ექსპერიმენტს

უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე ექსპერიმენტს არავის ვურჩევდი, ვინაიდან, უფრო დიდი კრიზისი იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ დავოსში საერთაშორისო მედია საბჭოსთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელების „დახმარება“ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის დახმარება, არამედ ევროპის უსაფრთხოებაა.
“სიმართლე რომ გითხრათ, არავის ვურჩევდი ექსპერიმენტს, ვინაიდან ეს საშინელი ექსპერიმენტია – ამა თუ იმ დახმარების დაყოვნება. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხანდახან “დახმარებას” დახმარებას ვეძახით, ვინაიდან, სამწუხაროდ, ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის დახმარებაა. კი, ეს არის უკრაინელი ხალხის უმრავლესობის [დახმარება], მაგრამ ეს ასევე ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება ყველა კონტინენტის უსაფრთხოებაზე.. და უკვე ახდენს გავლენას”,- განაცხადა ზელენსკიმ.
კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ს მიერ შავი ზღვრის ბლოკირებამ ბევრ სახელმწიფოს აგრარული სექტორის ფასების პოლიტიკის დემპინგი მოუტანა, ხოლო ზოგიერთი სახელმწიფო “უბრალოდ პურის გარეშე დარჩა”.
“ჩვენს ენერგოსისტემაზე დარტყმები. აგერ მაგალითი. ევროპულ ქსელს შეუერთდა. რაზე მეტყველებდა ეს? – ეს ევროპის ბევრი ქვეყნისთვის გამოსავალი იყო ფასების დემპინგის შემდეგ, რომელიც რუსეთმა შექმნა, – ეს გამოსავალი იყო იაფი დენის მისაღებად. ეს ასევე ძალიან დაეხმარებოდა უბრალო ხალხს ევროპაში”,-განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე