ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას არ შეუძლია საკუთარ თავს ფრონტზე ჩიხში შესვლის საშუალება მისცეს

უკრაინას არ შეუძლია საკუთარ თავს ფრონტზე ჩიხში შესვლის საშუალება მისცეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ აფრიკელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“თუ ეს ჩიხის ვითარება და გაყინული კონფლიქტი იქნება, გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შვილები იომებენ. ან ჩვენი შვილიშვილები იომებენ. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ. გვსურს იმის ცოდნით ვიცხოვროთ, რომ გავზრდით შვილებს, რომლებიც მერე სწორედ ასე იომებენ?.. ვინაიდან კვლავ მოვა, თუ მას ადგილს არ მივუჩენთ. როგორც არ უნდა იყოს, ომი დასასრულებელია. მშვიდობა გვსურს. კი, ეს დასასრული სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ის საჭიროა. და ის საჭიროა, რათა ბოროტება დაზარალდეს.
ჩიხში შესვლის ვითარება დროებითი სისუსტეა. თუ ომის დამთავრება გვსურს, ის უნდა დავამთავროთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
„მშვიდობის ფორმულაზე“ საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “თუ რუსეთი ერთ პუნქტს შეასრულებს – ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს ქარტიის პატივისცემა, ის ჩვენი ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს, სწორედ ესაა ომის დასასრული”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს