– უკვე 50 დღეზე მეტია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ -ის წინადადებას უგულებელყოფს – ზეწოლის გაგრძელებაა აუცილებელი

უკვე 50 დღეზე მეტია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ -ის წინადადებას უგულებელყოფს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ასევე, ჩვენი წინადადებებიც იყო, სულ მცირე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებისა და ცაში, ზღვასა და ხმელეთზე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ. რუსეთმა ამ ყველაფერს დაბომბვებისა და თავდასხმების ახალი ტალღებით უპასუხა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთზე ძლიერი დიპლომატიური ზეწოლაა საჭირო.
„იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს მოლაპარაკებებს დათანხმდეს, ზეწოლის გაგრძელებაა აუცილებელი. რაც უფრო ეფექტური იქნება სანქციები, მით უფრო დიდი იქნება რუსეთზე ზეწოლა ომის დასასრულებლად. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის თავდაცვა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა