ვოლოდიმირ ზელენსკი – უახლოეს მომავალში Patriot-ის სისტემების დამატებით მიწოდებას ველით

უკრაინის პრეზიდენტი კიევში -ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და თავდაცვის ძალების პრიორიტეტული საჭიროებები განიხილა. ასევე, მხარეებმა აშშ-ის შემდგომი დახმარების, კერძოდ თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების საკითხი განიხილეს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან Patriot-ის სისტემები სიცოცხლის გადარჩენასა და ინფრასტრუქტურის დაცვაში გვეხმარება. უახლოეს მომავალში ამ სისტემების დამატებით მიწოდებას ველით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს კიევში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი, მაიკ ტერნერი და წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა.