ვოლოდიმირ ზელენსკი – უახლოეს დღეებში დაიწყება უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესი – მოლაპარაკების ჩარჩო შესაძლოა გაზაფხულზე დამტკიცდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, , ევროკომისიასთან ერთად, უახლოეს მომავალში დაიწყებს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს და „მოლაპარაკების ჩარჩო“ შესაძლოა გაზაფხულზე დამტკიცდეს.
„ჩვენ გვაქვს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რის გამოც მთელი წელი ვიმუშავეთ – გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. უახლოეს დღეებში ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ ევროკომისიასთან ერთად უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს. ჩვენ ასევე ვემზადებით უკრაინის მოლაპარაკებების ჩარჩოზე სამუშაოდ, რასაც გაზაფხულზე ველოდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარია, უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო გზავნილი, რომ უკრაინა ყოველთვის იქნება საერთო ევროპული სახლის ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!