ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრამპმა Tomahawk რაკეტებზე „არა“ არ თქვა, მაგრამ არც „კი“ თქვა -ვფიქრობ, პუტინს ნამდვილად ეშინია, რომ ამ რაკეტებს მოგვცემს და რომ მათ გამოვიყენებთ

ტრამპმა Tomahawk რაკეტებზე „არა” არ თქვა, მაგრამ არც „კი“ თქვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია ეთერში 19 ოქტომბერს გავა.
„კარგია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა „არა” არ თქვა, მაგრამ დღეისთვის „კი”-ც არ თქვა,” – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ შორი მანძილის რაკეტებზე დიალოგის გაგრძელებს იმედი აქვს.
„უკრაინული წარმოების შორი მანძილის ათასობით დრონს ვიყენებთ სამხედრო მიზნების დასაბომბად. მაგრამ არა მხოლოდ ირანული და საკუთარი წარმოების დრონებს იყენებს… არამედ ასევე რუსული წარმოების რაკეტებსა და ჩრდილოკორეული წარმოების შორი მანძილის რაკეტებს. ეს ძალიან რთულია – მხოლოდ უკრაინული დრონებით ოპერირება. შორი მანძილის Tomahawk-ები და მსგავსი იარაღი გვჭირდება, რომელიც -ს აქვს, რათა კომბინირებული შეტევები განვახორციელოთ, როგორც ამას შვება,” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ Tomahawk რაკეტებით შეიარაღებული უკრაინელი სამხედროები ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს ვლადიმირ პუტინისთვის.
„ვფიქრობ, რომ პუტინს ეშინია, რომ აშშ Tomahawk რაკეტებს მოგვცემს. და ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად ეშინია, რომ მათ გამოვიყენებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ