ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ევროპა რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს, მათ შორის ორი ქვეყანაა: უნგრეთი და სლოვაკეთი

ომის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ს სამხედრო მანქანას რესურსებზე წვდომა აღარ ჰქონდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა გვჭირდება. პუტინი იძულებული გახდება, რომ მშვიდობას დათანხმდეს. რუსეთს იარაღის წარმოების რესურსები უნდა წავართვათ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ომის დასასრულებლად რუსეთის მხრიდან ვერანაირ სურვილს ვერ ხედავს“.
ზელენსკის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპა რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს.
„მათ შორის ორი ქვეყანაა, უნგრეთი და “, – განაცხადა ზელენსკიმ.