ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე – ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი -ის პრეზიდენტ ს განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც და ჰგვანან „ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ“.
ABC-თან ინტერვიუში კითხვაზე, „იგებს თუ არა ტრამპი უკრაინაში არსებული ტანჯვის შესახებ გზავნილს“ აღნიშნული განცხადების გათვალისწინებით, ზელენსკიმ უპასუხა:
„ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე. ის მკვლელია, რომელიც ამ პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა“.
მისი თქმით, უსაზღვროა უკრაინელი მამის ტკივილი, რომელმაც სარაკეტო დარტყმის შედეგად ცოლი და სამი შვილი დაკარგა და სიტყვები, რომელიც მან ზელენსკის უთხრა განსხვავდება იმისგან, თუ როგორ საუბრობენ ოფიციალური პირები დანაკარგებზე.
„მას არ უხსენებია რაიმე სტატისტიკა, ციფრები და დარტყმების რაოდენობა. მან თქვა: „ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, ჩემს ოჯახს ვეძებ – ყველგან ვეძებ ბინაში. ისევ მგონია, რომ ეს კოშმარი იყო, ცუდი სიზმარი““, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტრამპი ვერ შეძლებდა „ამ ტკივილის სრულად განცდას და გაგება“.
„საქმე პრეზიდენტ ტრამპს არ ეხება, საქმე ნებისმიერ ადამიანს ეხება, რომელიც აქ, ქვეყანაში არ იმყოფება, რომელიც ათასობით მილის დაშორებით იმყოფება – მათ არ შეუძლიათ სრულად იგრძნონ და გაიგონ ეს ტკივილი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ომში 631 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ჰგვანან „ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ“.
„ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ. მათ სძულთ ერთმანეთი და სკვერში ჩხუბობენ, შენ კი ცდილობ მათ გაშველებას. ზოგჯერ მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ უკეთესია, გაჩერდე და მისცე უფლება, ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო“, – აღნიშნა ტრამპმა.