– ტერიტორიის საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს – არ ვაპირებთ დონბასი ს ტერიტორიად დე იურედ ან დე ფაქტოდ ვაღიაროთ

არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა – არ აპირებს, დონბასი ს ტერიტორიად დე იურედ ან დე ფაქტოდ აღიაროს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ს არ სურს დონბასის რუსეთისთვის გადაცემა, რის გამოც შეერთებული შტატები კომპრომისის პოვნას ცდილობს.
„არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა. ამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ; ისინი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გვთავაზობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს მის არსებობას რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად -სთან მოლაპარაკებებში მთავარი აქცენტი ტერიტორიულ საკითხზე კეთდება, თუმცა კონსენსუსი არ არსებობს.
„არ ვაღიარებთ დონბასის დროებით ოკუპირებულ ნაწილს რუსეთის ტერიტორიად, არც დე იურე და არც დე ფაქტო. თუმცა, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხს. იცით, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია; ამ საკითხზე ჯერ კონსენსუსი არ გვაქვს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი , სავარაუდოდ, უარს იტყვის -ის სამშვიდობო გეგმაში შეთავაზებული ცვლილებების მიღებაზე.
„თუ პუტინი ყველაფერს უარყოფს, ტურბულენტობა იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან არ გამორიცხა, რომ თუ პუტინი გაანადგურებს ნებისმიერ დიპლომატიურ შესაძლებლობასა და მისწრაფებას – როგორც უკრაინულს, ასევე ევროპულს – აშშ სანქციებით ზეწოლას მოახდენს რუსეთზე და უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის.
„ამერიკელებს ომის სწრაფი დასრულება სურთ. ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია. თუ სიჩქარე და ხარისხი ერთმანეთს დაემთხვევა, ორივე ხელით თანახმა ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.