სუმის ოლქში მიკროავტობუსზე თავდასხმაზე – რუსეთის წინააღმდეგ -სგან, ევროპისგან და ჩვენი ყველა პარტნიორისგან მკაცრ სანქციებს ველით

რუსეთის წინააღმდეგ -სგან, ევროპისგან და ჩვენი ყველა პარტნიორისგან მკაცრ სანქციებს ველით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ სუმის ოლქის ქალაქ ბილოპილიას მახლობლად მიკროავტობუსზე განხორციელებულ დარტყმას, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.
„გუშინ, ისევე როგორც ამ ომის ნებისმიერ სხვა დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა იყო, თუმცა რუსეთს მკვლელობების გაგრძელება სურს. მკვლელობების დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, მკაცრი სანქციებისა და ძლიერი ზეწოლის გარეშე რეალური დიპლომატიის გამოყენებას არ დათანხმდება.
„გუშინ სტამბოლში, ყველამ იხილა სუსტი და მოუმზადებელი რუსეთის დელეგაცია მნიშვნელოვანი მანდატის გარეშე. ეს უნდა შეიცვალოს. ომის დასასრულებად რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს