ვოლოდიმირ ზელენსკი – სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი – ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ ქალაქ ჰოსტომელიდან, რუსების მიერ ს სამ დღეში აღება უნდა დაწყებულიყო ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამარჯვებასთან უკვე 730 დღით არის ახლოს.
„დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ომის დასრულება ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს სურს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დასრულებას არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს. ამიტომ, ომის დასრულების შესახებ სიტყვებს ჩვენ ყოველთვის ვამატებთ: ჩვენი პირობებით. ამიტომ, სიტყვა მშვიდობის გვერდით ყოველთვის ჟღერს: სამართლიანი. ამიტომ მომავალში სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰოსტომელში იგი ევროკომისიის პრეზიდენტსა და კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ