ვოლოდიმირ ზელენსკი – სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ, მშვიდობა მხოლოდ ძლიერის ჯილდოა – სიძლიერეს ერთიანობა სჭირდება

მოდით, საერთო ინტერესებისთვის ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ევროპას ძლიერი ამერიკა სჭირდება და პირიქით.
„კონცეფცია „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ უკვე გამოცდილია და ახლა იგი აუცილებელია. სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ. მშვიდობა მხოლოდ ძლიერის ჯილდოა. გუშინ მე პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. პროდუქტიული საუბარი იყო. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა კიდევ გაძლიერდება. სწორედ ასეთი ამერიკა სჭირდება ევროპას და ამერიკას ძლიერი ევროპა სჭირდება. ეს არის კავშირი მოკავშირეებს შორის, რომელიც უნდა დაფასდეს და მისი დაკარგვა არ შეიძლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ბოლო სამიტის შემდეგ ს ომი მნიშვნელოვნად გამწვავდა და ეს ესკალაცია რუსეთმა გამოიწვია.
„ახლა ჩრდილოეთ კორეა ევროპაში ომს აწარმოებს. ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ევროპის მიწაზე ჩვენი ხალხის მოკვლას ცდილობენ. ძლიერი ევროპის ალტერნატივა არ არსებობს. სიძლიერეს ერთიანობა სჭირდება. რუსეთს ეს ომი იმიტომ არ დაუწყია, რომ ახალი ტერიტორიები სჭირდებოდა. რუსეთს სხვაზე მეტი მიწა აქვს. მათ გლობალური ძალაუფლება სურდათ, ზე კონტროლის მოპოვებით დაწყება და შემდეგ მთელ ევროპაზე, როგორც ეს საბჭოთა ან იმპერიული მმართველობის დროს იყო. ჩვენ რუსეთის ომის შეჩერება და სხვა გამოწვევებზე პასუხის გაცემა ერთად შეგვიძლია. ეს ევროპას შეუძლია და არა რომელიმე ცალკეულ ლიდერს. მოდით, ერთად დავიცვათ ჩვენი საერთო ინტერესები და ჩვენი საერთო ინტერესებისთვის ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს

პრემიერი – როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან ბუტა რობაქიძე, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს – ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა