ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში, აზიის თავდაცვის სამიტზე სიტყვით გამოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში, აზიის თავდაცვის სამიტზე სიტყვით გამოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას კონფერენციის ორგანიზატორი, ბასტიან გიგერიხი ავრცელებს.
„IISS Shangri-La Dialogue-ში ს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან დროს ხდება. ჩვენ მის კომენტარებს მოუთმენლად ველით“, – განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორის, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) გენერალურმა დირექტორმა, ბასტიან გიგერიხმა.
კონფერენციის სესია, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას, კვირას, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ