– საჰაერო თავდაცვის რაკეტები ჩვენი პარტნიორების საწყობებშია, ჩვენ უნდა გვქონდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის რაკეტები პარტნიორი ქვეყნების საწყობებშია და უკრაინას უნდა გადასცენ.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან, ძირითადად საჰაერო თავდაცვისა და პარტნიორების მხრიდან მიწოდების შესახებ ისაუბრა: „რა არის გზაში, რა არის საჭირო, რა საკიხების რეალიზება არ მომხდარა აქამდე და რა უნდა დაჩქარდეს“.
„პირველი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტებია. გვჭირდება პარტნიორების მხრიდან ახალი შენატანები PURL-ის პროგრამაში და ასევე გვჭირდება მოწოდება ევროპაში არსებული საწყობებიდან. რაკეტები საწყობებშია და ჩვენ ეს ვიცით და ყველამ იცის – ჩვენს ცის დამცველებს უნდა ჰქონდეთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა მიაწოდა ინდორმაცია ამერიკულ მხარესთან მისი ურთიერთობის შესახებ.
„ვგეგმავთ შეხვედრებისა და შემდგომი მოლაპარაკებების გრაფიკს და ამ მხრივ მაქსიმალურად კონსტრუქციული და სწრაფია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება